2024 წლის 10 ოქტომბრიდან – 12 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ფრანკოფონული დასაქმების ცენტრში - CEF თბილისი, ყოველ ხუთშაბათს 13:00 - დან 15:30 საათამდე ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის გაიმართება 10 თემატური შეხვედრა, რომელიც ემსახურება სტუდენტების თვითგანვითარებას. თითოეული ტრენინგი მოიცავს თემის პრეზენტაციას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებს და დისკუსიას.
მისამართი: თსუ მე-5 კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 36, აუდიტორია 309.
ტრენერი: GAAP საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის პრეზიდენტი, IDC განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი - ლალი ბადრიძე.
პროგრამა :
შეხვედრა 1 :წარმატების განმარტება და პირადი მიზნების დასახვა
შეხვედრა 2: თვითრწმენისა და პოზიტიური აზროვნების განვითარება
შეხვედრა 3: მოტივაციის წყაროები და მათი გაძლიერება
შეხვედრა 4: დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
შეხვედრა 5: სტრესის მართვა და ემოციური ინტელექტი
შეხვედრა 6: წარუმატებლობასთან გამკლავება და მედეგობის განვითარება
შეხვედრა 7: ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მნიშვნელობა
შეხვედრა 8: ლიდერობის უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობა
შეხვედრა 9 შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
შეხვედრა 10: მუდმივი განვითარება და წარმატების შენარჩუნება.
მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.